ფონდი ჰუმან დოკი პარტნიორ ორგანიზაციებს გიწვევთ ონლაინ სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების პერსონალის განათლება და პროფესიონალიზაცია ონლაინ საქმიანობის სფეროში“
პანდემიის დროს ორგანიზაციებისთვის მეტად აქტუალური გახდა მულტიფუნქციური და მაღალი კომპეტენციის მქონე თანამშრომლების დასაქმება, ან უკვე არსებული თანამშრომლების კონკრეტული უნარების გაუმჯობესება და ახალი ციფრული პლატფორმების მოკლე ვადებში ათვისება. ამასთან, ის პირები, რომლებსაც ყოველდღიურად აქვთ კომუნიკაცია შიდა და გარე სამიზნე ჯგუფებთან, უნდა ფლობდნენ როგორც პრეზენტაციის აგების და მართვის, ისე ეფექტიანი კომუნიკაციის უნარს, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა დონის საინფორმაციო ტიპის შეხვედრის ორგანიზებასა და მართვაში. კურსის მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ პლატფორმებს და ამავე პლატფორმებზე, ან მათი გამოყენებით გაივლიან პრაქტიკას: შექმნიან საკუთარ გვერდს; შექმნიან კონტენტს; იმუშავებენ ჯგუფებში და ისწავლიან მიმდინარე სამუშაო პროცესში გუნდის წევრების ჩართულობის გაზრდას; გამართავენ პრეზენტაციებს; ჩაატარებენ ონლაინ შეხვედრებს და გამოკითხვებს; შექმნიან და ჩაატარებენ ქვიზებს.
- როგორ გამოვიყენოთ გეიმიფიკაციის პრინციპები სამსახურში, სამუშაო პროცესში და სწავლებაში?
- როგორ გამოვიყენოთ ინტერაქტიური პლატფორმა kahoot გამოკითხვების ჩასატარებლად?
- როგორ გამოვიყენოთ ვირტუალური დაფა Pudlet დისტანციური ჯგუფური მუშაობისთვის.
- როგორ გამოვიყენოთ ვირტუალური პლატფორმა და ხელსაწყო Miro ბრეინშტორმინგისთვის?
- როგორ შევმქნათ საკუთარი ანგარიში Youtube-ზე და გავუშვათ Live?
- როგორ გამოვიყენოთ Zoom-ის პლატფორმა ონლაინ კონფერენციებისთვის?
- Zoom-ში კომუნიკაციის მართვის 5 მთავარი წესი;
- სმარტფონი vs ლეპტოპი – 7 განსხვავება Zoom-ის გამოყენების დროს;
- როგორ გამოვიყენოთ ვირტუალური დაფა Zoom-ში;
- Zoom-ის ვირტუალური ფონები zoom.us/virtual-backgrounds
- Zoom-ის ფასიანი და უფასო ანგარიში: უპირატესობები და შესაძლებლობები;
- Google Meet-ის პლატფორმის მეშვეობით შეხვედრების მართვა;
- როგორ ავაგოთ პრეზენტაცია (პრეზენტაციის სტრუქტურა, სლაიდების რაოდენობა, ფონტი, ფერი, გამოსახულება);
- როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის;
- როგორ გამოვიყენოთ უფასო პლატფორმები ფოტობანკის შესაქმნელად;
- ეფექტური კომუნიკაციის 5 წესი;
- ვიდეოსკრაიბინგის გამოყენება დინამიური პრეზენტაციის მოსამზადებლად;
- როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად Microsoft Teams;
აღნიშნული კურსი შეიქმნა ფონდი HumanDoc-ის პროექტის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ონლაინ პროექტების განხორციელების შესაძლებლობების და პროფესიონალიზაციის გაზრდა საქართველოში.
ფარგლებში რომელიც დაფინანსებულია პროგრამა” დახმარების ფონდი
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო
ინიციატივებისთვის ”, რომელიც შეიქმნა პოლონურ-ამერიკული
თავისუფლების ფონდის მიერ და ახორციელებს ფონდი”
განათლება დემოკრატიისთვის
კურსის შესახებ
- ლექცია 8
- ტესტები 6
- ხანგძლივობა 10 weeks
- საჭირო უნარი All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 0
- შეფასებები Yes
-
მოდული 1
-
მოდული 2
-
მოდული 3