ძალადობის პრევენციისათვის საქართველოს სკოლებში
კურსის მიზანი:
ბავშვთა და ოჯახში ძალადობის, და ზოგადად ყველა ტიპის ძალადობის, გაცნობიერება;
ძალადობის წარმოშობის მიზეზების გაანალიზება;
მსხვერპლისა და მოძალადის იდენტიფიცირება;
ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება ძალადობრივ ექსტრემიზმზე, რადიკალიზაციასა და ტერორიზმზე;
საკანონმდებლო ბაზის იმპლემენტაცია და სკოლისა და სამართალდამცავი ორგანოების, როგორც ინსტიტუციების პასუხისმგებლობა;
ცალკეული თემატიკის სწავლების პრაქტიკასთან დაკავშირება, სწორად გათვლილი საპრევენციო სამუშაოების დაგეგმვა და ადეკვატური ინტერვენციების განხორციელება.
ძალადობის გამოვლენის, რეგულირების და დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ამუშავება და სამართლებრივი პასუხისმგებლობების აღება სხვადასხვა დონეზე;
მოდულებთან წვდომის ინსტრუქცია:
სილაბუსი შედგება 8 მოდულისაგან, რომელთაგან 4 მოდული ზოგადი ხასიათისაა და ყველა ტიპის მსწავლელს ითვალისწინებს. დანარჩენი სპეციფიკურია და სპეციალურად პედაგოგებისა (4 მოდული) და პოლიციელებისთვისაა (4 მოდული) შემუშავებული. პედაგოგებსა და პოლიციელებს მოდულებზე წვდომა მხოლოდ იმ მეილით შეეძლებათ, რომლითაც ისინი სისტემის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი (teachers.gov.ge; mia.gov.ge)
ზოგადი მოდულების ბაზა:
- ძალადობის დეფინიცია, არსი, პრეისტორია, ფორმები, თეორიები
- ძალადობის ტიპები (გენდერული, ოჯახი ძალადობა, ბავშვთა მიმართ ძალადობა)
- საქართველოს კანონმდებლობა ძალადობის შესახებ
- ექსტრემალური ძალადობა
სპეციფიკური მოდულები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის
- ოჯახში ძალადობა. რეაგირების მექანიზმი
- არასრულწლოვანზე ძალადობა; სექსუალური ძალადობა ბავშვებზე; არასრულწლოვანი ბავშვების იძულებითი ქორწინება. რეაგირების მექანიზმები
- ქალთა, გოგონათა მიმართ ძალადობა; რეაგირების მექანიზმი
- სექსუალური შევიწროება. რეაგირების მექანიზმი
კურსის სალექციო თემატიკა სხვადასხვა რესურსის სახითაა წარმოდგენილი, რაც დაეხმარება მსწავლელს მასალის ათვისებასა და გააზრებაში. ასევე, წარმოდგენილია ყველა ის საკანონმდებლო დოკუმენტი, რითაც ხდება სკოლებში ძალადობის ფაქტების შეფასება, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ან დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ და მათზე რეაგირება.
ყველა მოდულში არის ტესტი, რომლის შევსებასა და სწორ პასუხებზე არის დამოკიდებული გადავა თუ არა მსწავლელი მეორე ეტაპზე.
მსწავლელმა აღნიშნული ტესტის 70%-ს უნდა უპასუხოს სწორად, რომ შემდეგ ეტაპზე გადასვლის უფლება მოიპოვოს.
სწორად შევსებული ტესტი შემდეგ მოდულზე გადასვლის გარანტია.
კურსის დასრულების შემდეგ მსწავლელი შეძლებს:
- ძალადობის ძირითადი თეორების არსის გააზრებას
- კონფლიქტის, როგორც ძალადობის პრეისტორიის გაცნობიერებას
- კონფლიქტის მოგვარების გზების, როგორც ძალადობის პრევენციისათვის არსებითის გააზრებას
- ყველა ტიპის ძალადობის ზოგადი მახასიათებლების განსაზღვრას
- ძალადობის აქტის დეფინიციით ძალადობის ფორმის/ფორმების ამოცნობას
- ექსტრემალურ დაჯგუფებებში ჩართული ადამიანების ტიპური ისტორიების გაცნობით, რადიკალური მიზნების მისაღწევად, იდეოლოგიაზე დაფუძნებული ძალადობრივი ექსტრემიზმის სხვადასხვა გამოვლინებების და მათი განმაპირობებელი ფაქტორების გააზრებას;
- რადიკალიზაციის ადრეული ნიშნების და ადგილობრივი გამოვლინებების ამოცნობას;
- ექსტრემიზმთან დაკავშირებული თემატიკის გააზრებას და პრაქტიკული რჩევების დახმარებით მათ სასკოლო სივრცეში გადატანას;
- კონსტრუქციული დიალოგის, ღია დისკუსიისა და კრიტიკული აზროვნების ხელშემწყობი ინკლუზიური სასკოლო/საკლასო გარემოს შექმნას;
- ძალადობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზაში მისთვის საჭირო, არსებითი კანონის მოძიებას;
- ძალადობასთან დაკავშირებული საპრევენციო სამუშაოების ჩატარებას და ინტერვენციების განხორციელებას.
კურსის შესახებ
- ლექცია 43
- ტესტები 8
- ხანგძლივობა 10 weeks
- საჭირო უნარი All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 26
- შეფასებები Self
-
მოდული 1 - ძალადობის თეორია
-
მოდული 2 - ძალადობის ტიპები
-
მოდული 3 - ოჯახში ძალადობის პრევენცია სკოლის დონეზე; ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთის და დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
- მოდულის აღწერა
- ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
- სისხლის სამართლსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
- ბავშვთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი მექანიზმები
- ოჯახში ძალადობის ნეგატიური მხარეები, სუბიექტები და რისკ-ჯგუფები
- მესამე მოდულის შემაჯამებელი ტესტი
-
მოდული 4 - ოჯახში ძალადობა - ძალადობრივი ექსტრემიზმის საწყისი
-
მოდული 5 - ოჯახში ძალადობა. რეაგირების მექანიზმი
- მოდულის აღწერა
- ოჯახში ძალადობა. რეაგირების მექანიზმები
- ოჯახში ძალადობის განმაპირობებელი ფაქტორები
- პოლიციის თანამშრომლის მიერ განსახორციელებელი პირველადი ღონისძიებები ოჯახში ძალადობაზე რეაგირებისას
- შემაკავებელი ორდერისა და ორდერის ოქმის შევსებისა და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების ინსტრუქცია
- შემაკავებელი ორდერების გასაჩივრება. მონიტორინგი
- დამატებითი დოკუმენტები
- მეხუთე მოდულის შემაჯამებელი ტესტი
-
მოდული 6 - არასრულწლოვანზე ძალადობა; სექსუალური ძალადობა ბავშვებზე; არასრულწლოვანი ბავშვების იძულებითი ქორწინება. რეაგირების მექანიზმები
- მოდულის აღწერა
- არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვის ფსიქოლოგიური ასპექტები
- ძალადობა არასრულწლოვანზე.იდენტიფიცირება.სხვა ქვეყნების გამოცდილება
- სექსუალური ძალადობა ბავშვებზე
- ბავშვობის ასაკში ქორწინება. რეკომენდაცია
- არასრულწლოვნის გამოკითხვისას კანონიერი, საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა
- მეექვსე მოდულის შემაჯამებელი ტესტი
-
მოდული 7 - ქალთა, გოგონათა მიმართ ძალადობა; რეაგირების მექანიზმი
-
მოდული 8 - სექსუალური შევიწროება. რეაგირების მექანიზმი