შესვლა
რეგისტრაცია
მოდული 1
ძალადობა
ძალადობა არ უნდა მომდინარეობდეს ჩვენგან,
რადგან, თუ ჩვენზე ძალა გაიმარჯვებს, მაშინ ყველა მცდელობა ამაო იქნება.
მარტინ ლუთერ კინგი
მოდულის მიზანი: მსმენელებმა გააცნობიერონ ძალადობის თეორიის არსი, არსებითი მახასიათებლები, ამოიცნონ ძალადობის ფორმები(ერთჯერადი ძალადობიდან დაწყებული სისტემური ფორმების ჩათვლით) და შეძლონ ძალადობის დეფინიცია.
ტრენინგმოდულის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები:
აქტივობის აღწერა:
სალექციო კურსში მონაწილეები გაეცნობიან ძალადობის განმარტებას, საკითხებს ძალადობის ფორმების და ყველა ტიპის ძალადობის ზოგადი მახასიათებლების შესახებ; სალექციო კურსი ყურადღებას ამახვილებს ძალადობის გამომწვევ ფაქტორებზე, მიზეზებსა და წინა პირობებზე.
მსწავლელები, გაეცნობიან, მკველვარების დაკვირვების შედეგად, სხვადასხვა დროს შემუშავებულ თეორიებს, ძალადობასთან დაკავშირებით.
მოდულში მიმოხილულია კონფლიქტის არსი, წარმოშობის ეტაპები, როგორც ძალადობის საწყისი მაჩვენებელი. კონფლიქტი განიხილება, როგორც ძალადობის პრეისტორია. აქვე, ფილმის (,,მეზობლები”)საშუალებით მსწავლელი, არკვევს როგორ ხდება კონფლიქტის ესკალაცია და როგორ მიმდინარეობს, რა ეტაპზე შეიძლება შეჩერდეს, ან როდის არის კონფლიქტი გამანადგურებელი, უკვე ძალადობაში გადაზრდილი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.
კურსის სალექციო თემატიკა დაეხმარება მსწავლელს მასალის ათვისებასა და გააზრებაში. ასევე, დამატებითი მასალის სახითაა წარმოდგენილი ყველა ის საკანონმდებლო დოკუმენტი, რითიც ხდება ძალადობის ფაქტების შეფასება შესაბამისი სახელმწიფო/არასახელმწიფო ორგანიზაციების მიერ და მათზე რეაგირება.
საგანმანათლებლო რესურსები მოდულისათვის:
INSPIRE – შვიდი სტრატეგია ბავშვთა მიმართ ძალადობის დასაძლევად – ინიციატივა სოციალური ცვლილებისთვის(isc) – 2019 წელი
კონფლიქტის არსი – https://bit.ly/37vy9QW3
ვიდეოფილმი ,,მეზობლები’’ – https://bit.ly/39DeOQz
კითხვარი
საკანონმდებლო დოკუმენტები – https://matsne.gov.ge/
https://www.matsne.gov.ge/document/view/3394478?publication=0
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=230
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/28216?publication=471
https://www.matsne.gov.ge/document/view/26422?publication=18
https://www.matsne.gov.ge/document/view/3789678?publication=0
https://www.matsne.gov.ge/document/view/1399901?publication=0
https://www.matsne.gov.ge/document/view/4613854?publication=1
https://www.matsne.gov.ge/document/view/2877281?publication=16
https://www.matsne.gov.ge/document/view/3860268?publication=0
https://www.matsne.gov.ge/document/view/44014?publication=0
https://www.matsne.gov.ge/document/view/91624?publication=9