ძალადობის პრევენციისათვის საქართველოს სკოლებში
კურსის მიზანი:
ბავშვთა და ოჯახში ძალადობის, და ზოგადად ყველა ტიპის ძალადობის, გაცნობიერება;
ძალადობის წარმოშობის მიზეზების გაანალიზება;
მსხვერპლისა და მოძალადის იდენტიფიცირება;
ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება ძალადობრივ ექსტრემიზმზე, რადიკალიზაციასა და ტერორიზმზე;
საკანონმდებლო ბაზის იმპლემენტაცია და სკოლისა და სამართალდამცავი ორგანოების, როგორც ინსტიტუციების პასუხისმგებლობა;
ცალკეული თემატიკის სწავლების პრაქტიკასთან დაკავშირება, სწორად გათვლილი საპრევენციო სამუშაოების დაგეგმვა და ადეკვატური ინტერვენციების განხორციელება.
ძალადობის გამოვლენის, რეგულირების და დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ამუშავება და სამართლებრივი პასუხისმგებლობების აღება სხვადასხვა დონეზე;
მოდულებთან წვდომის ინსტრუქცია:
სილაბუსი შედგება 9 მოდულისაგან, რომელთაგან 5 მოდული ზოგადი ხასიათისაა და ყველა ტიპის მსწავლელს ითვალისწინებს. დანარჩენი სპეციფიკურია და სპეციალურად პედაგოგებისა (4 მოდული) და პოლიციელებისთვისაა(4 მოდული) შემუშავებული. პედაგოგებსა და პოლიციელებს მოდულებზე წვდომა მხოლოდ იმ მეილით შეეძლებათ, რომლითაც ისინი სისტემის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი (teachers.gov.ge; mia.gov.ge)
ზოგადი მოდულების ბაზა:
- ძალადობის დეფინიცია, არსი, პრეისტორია, ფორმები, თეორიები
- ძალადობის ტიპები (გენდერული, ოჯახი ძალადობა, ბავშვთა მიმართ ძალადობა)
- საქართველოს კანონმდებლობა ძალადობის შესახებ
- ექსტრემალური ძალადობა
სპეციფიკური მოდულები პედაგოგებისათვის
- სასკოლო კონფლიქტები და კონფლიქტის დარეგულირების გზები
- ბულინგი და მისი შედეგები სკოლაში
- ძალადობრივი ექსტრემიზმი სკოლაში
- არაძალადობრივი კომუნიკაცია
კურსის სალექციო თემატიკა სხვადასხვა რესურსის სახითაა წარმოდგენილი, რაც დაეხმარება მსწავლელს მასალის ათვისებასა და გააზრებაში. ასევე, წარმოდგენილია ყველა ის საკანონმდებლო დოკუმენტი, რითაც ხდება სკოლებში ძალადობის ფაქტების შეფასება, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ან დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ და მათზე რეაგირება.
ყველა მოდულში არის ტესტი, რომლის შევსებასა და სწორ პასუხებზე არის დამოკიდებული გადავა თუ არა მსწავლელი მეორე ეტაპზე.
მსწავლელმა აღნიშნული ტესტის 70%-ს უნდა უპასუხოს სწორად, რომ შემდეგ ეტაპზე გადასვლის უფლება მოიპოვოს.
სწორად შევსებული ტესტი შემდეგ მოდულზე გადასვლის გარანტია.
კურსის დასრულების შემდეგ მსწავლელი შეძლებს:
- ძალადობის ძირითადი თეორების არსის გააზრებას
- კონფლიქტის, როგორც ძალადობის პრეისტორიის გაცნობიერებას
- კონფლიქტის მოგვარების გზების, როგორც ძალადობის პრევენციისათვის არსებითის გააზრებას
- ყველა ტიპის ძალადობის ზოგადი მახასიათებლების განსაზღვრას
- ძალადობის აქტის დეფინიციით ძალადობის ფორმის/ფორმების ამოცნობას
- ექსტრემალურ დაჯგუფებებში ჩართული ადამიანების ტიპური ისტორიების გაცნობით, რადიკალური მიზნების მისაღწევად, იდეოლოგიაზე დაფუძნებული ძალადობრივი ექსტრემიზმის სხვადასხვა გამოვლინებების და მათი განმაპირობებელი ფაქტორების გააზრებას;
- რადიკალიზაციის ადრეული ნიშნების და ადგილობრივი გამოვლინებების ამოცნობას;
- ექსტრემიზმთან დაკავშირებული თემატიკის გააზრებას და პრაქტიკული რჩევების დახმარებით მათ სასკოლო სივრცეში გადატანას;
- კონსტრუქციული დიალოგის, ღია დისკუსიისა და კრიტიკული აზროვნების ხელშემწყობი ინკლუზიური სასკოლო/საკლასო გარემოს შექმნას;
- ძალადობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზაში მისთვის საჭირო, არსებითი კანონის მოძიებას;
- ძალადობასთან დაკავშირებული საპრევენციო სამუშაოების ჩატარებას და ინტერვენციების განხორციელებას.
კურსის შესახებ
- ლექცია 36
- ტესტები 8
- ხანგძლივობა 10 weeks
- საჭირო უნარი All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 14
- შეფასებები Self
-
მოდული 1 - ძალადობის თეორია
-
მოდული 2 - ძალადობის ტიპები
-
მოდული 3 - ოჯახში ძალადობის პრევენცია სკოლის დონეზე; ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთის და დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
-
მოდული 4 - ოჯახში ძალადობა - ძალადობრივი ექსტრემიზმის საწყისი
-
მოდული 5 - სასკოლო კონფლიქტები და კონფლიქტის დარეგულირების გზები
-
მოდული 6 - ბულინგი და მისი შედეგები სკოლაში
-
მოდული 7 - ძალადობრივი ექსტრემიზმი სკოლაში
-
მოდული 8 - არაძალადობრივი კომუნიკაცია