ჩვენს შესახებ

HumanDoc-ის მუშაობის პრინციპი ჯაჭვურ რეაქციას ჰგავს.

ფონდი HumanDoc შიქმნა იმისათვის, რათა საჭირო ცოდნით აღეჭურვა საზოგადოება და ინფორმირებულ საზოგადოებასთან ერთად ემოქმედა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ მრავალი ინტერდისციპლინარული პროექტი, რომელთა უმრავლესობა საზოგადოების კეთილდღეობისა და შესაძლებლობების გათანაბრებას ისახავდა მიზნად. ჩვენი ძირითადი სპეციალიზაცია კომპლექსური, მრავალსაფეხურიანი პროექტების მენეჯმენტია, რაც შედეგია ეფექტიანი დაგეგმვის უნარების, ინფორმაციის კომპლექსური ანალიზისა და სწორად შერჩეულ გამოცდილ ექსპერტებთან თანამშრომლობისა, რომლებიც იზიარებენ ჩვენი ფონდის ღირებულებებს.

HumanDoc-ის მუშაობის პრინციპი ჯაჭვურ რეაქციას ჰგავს.

აღნიშნული ჯაჭვი იწყება ბრწყინვალე იდეების მქონე ადამიანების გუნდით. ჩვენ ვცვლით სხვადასხვა გამოცდილებას და ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით ვცდილობთ, იდეები რეალობად ვაქციოთ. ჩვენი გუნდი თითოეულ ახალ პროექტს ხედავს, როგორც ახალი გამოცდილებისა და ახალი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. თითოეული პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს, ვითანამშრომლოთ ახალ პარტნიორებთან და ასევე ვიმუშაოთ იმ თანამშრომლობის გაძლიერებისათვის, რომელიც უკვე არსებულ პარტნიორებთან გვაქვს. ყოველი ახალი გამოცდილება, ასე რომ ვთქვათ, ახალ იდეებად ითარგმნება. რაც თავის მხრივ, ახალი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების საწინდარია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები ერთ ღამეში არ შექმნილა. ჩვენი თითოეული პროექტი ურთიერთდაკავშირებულია. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენი წინა ქმედებების, ცოდნის, შეძენილი პარტნიორებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ბენეფიციარების ნდობის შედეგია. იმ ბენეფიციარების, რომლებიც ჩვენ გვიცხადებენ ნდობას და ღიად გვიზიარებენ საკუთარ ისტორიებსა და პირად გამოცდილებას და ამ გზით ყურადღებას გვამახვილებინებენ იმ ხარვეზებზე, რომელიც სისტემას აქვს. იმ სისტემას, რომლის გაუმჯობესებისთვისაც ჩვენ ვიბრძვით.