Fundacja HumanDoc და
Bridge of Friendship Kartlosi ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტის
„საქართველოს მასწავლებელთა გადამზადება არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობის პრევენციის თემაზე“ აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ტრენინგ კურსზე რომელიც გაიმართება 30, 31 აგვისტო- 1, 2 სექტემბერი ქალაქ თბილისში.
ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ტრენინგი განკუთვნილია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე პირებისა და ორგანიზაციებისათვის. ძალადობის პრევენციის მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის და პედაგოგებისათვის.
აღნიშნულ ტრენინგებს გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები პოლონეთიდან.
სამუშაო ენა ქართული.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა იხილეთ თანდართული ფორმა
https://bit.ly/3swdTc3
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 25 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ–ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA-რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“.
HumanDoc South Caucasus Regional Office in Tbilisi
#NGOKartlosi #HumanDocGeo #ProgramRITA